იტალიის ქალაქ ვიარეჯოს მერი ადგილობრივ რესტორანში არ შეუშვეს. ამის მიზეზი მისი ჩაცმულობა გახდა. ჯორჯო დელ გინგარო მეგობრებთან ერთად ვახშმობას აპირებდა. ვახშამი არაფორმალური იყო, რის გამოც ქალაქის თავი რესტორანში შორტებით მივიდა, თუმცა მას ჩაცმულობა დაუწუნეს.