გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის სახლი გაჩხრიკა. ამის შესახებ გამოცემა Washington Post იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა მანაფორტის სახლში 26 ივლისს ჩატარდა, თუმცა ამის შესახებ მედიისთვის ცნობილი დღეს გახდა. მანაფორტი რუსეთთან ტრამპის ადმინისტრაციის კავშირების გამოძიების საქმეში ფიგურირებს.