ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ კანადელი პასტორი ლიმ ხიონ სუნი გაათავისუფლა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. პასტორმა ციხეში 2 წელი გაატარა. სასულიერო პირი ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეიწყალეს. ლიმ ხიონ სუნი ჩრდილოეთ კორეაში 2015 წლის დასაწყისში დააკავეს. მას ბრალად სახელმწიფოს ძირგამომთხრელი საქმიანობა დასდეს.