პარიზელი თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ ტელეკომპანია BFMTV იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებისას ეჭვმიტანილი დაიჭრა. სპეცოპერაციის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. თავდასხმა ფრანგ სამხედროებზე პარიზის გარეუბანში დილის 8 საათზე განხორციელდა. BMW-ს მარკის ავტომობილი სამხედრო მოსამსახურეებს დაეჯახა, რის შედეგადაც 6 მათგანი დაშავდა. მანქანის მძღოლმა გაქცევა შეძლო.