ნიკოლას მადუროს კიდევ ერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა. ვენესუელის ლიდერს მხარდაჭერა ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ გამოუცხადა.
„თუ პრეზიდენტი მადურო მიბრძანებს, სამხედრო ფორმას ჩავიცვამ და ვენესუელის თავისუფლებისთვის ვიბრძოლებ იმპერიალისტების წინააღმდეგ“-წერს მარადონა სოციალურ ქსელში.