ხვალ, 6 ივლისს, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება. როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, სხდომა დღის მეორე ნახევარში ჩატარდება. დღის პირველ ნახევარში კი კომიტეტები სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელებენ.
ბაქრაძის განცხადებით, რიგგარეშე პლენარული სხდომების ფორმატით 70-ზე მეტი საკითხია განსახილველი. აქედან კომიტეტებმა ჯერჯერობით რვაზე იმსჯელეს.
6 ივლისის სხდომის გარდა, პარლამენტს, სავარაუდოდ, კიდევ ორი რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოუწევს.