82 წლის ასაკში ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი გლებ ქემპბელი გარდაიცვალა. მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. მას 2011 წელს ალცგეიმერის დიაგნოზი დაუდგინეს. ქემპბელის მუსიკალური კარიერა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. ის ჯერ „დიქ ბილს ბენდში“ გამოდიოდა, შემდეგ კი საკუთარი ჯგუფი „ვესტერნ ვრანგლერსი“ შექმნა. 1967 წელს მუსიკოსი გრემის პრემიის ლაურეატი გახდა. ქემპბელი არაერთი ლეგენდარული ჰიტის ავტორი იყო.