იაპონია ნაგასაკიში ატომური ბომობის ჩამოგდების შედეგად დაღუპულებს იხსენებს. ზუსტად 72 წლისწინ, 1945 წლის 9 აგვისტოს შეერთებულმა შტატებმა ჰიროსიმას შემდეგ მეორე ატომური ბომბი ნაგასაკიში ჩააგდო. ტრაგიკული თარიღი ადგილობრივი დროით 11 საათსა და 2 წუთზე, ბომბის ჩამოგდების დროს წუთიერი დუმილით აღნიშნეს. ხსოვნის ცერემონიაზე ტრაგედიის მემორიალთან სიტყვით პრემიერ-მინისტრი სინძო აბე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ იაპონია იბრძოლებს “მსოფლიოსთვის ბირთვული იარაღის გარეშე”.