დონალდ ტრამპის თანაშემწეს, სებასტიან გორკას ჩრდილოეთ კორეა შემოელანძღა.
„ეს ჯუჯა ერია, რომლის შანტაჟსაც არ უნდა ავყვეთ. ჩრდილოეთ კორეის სტალინისტურმა რეჟიმმა ჩვენი პრეზიდენტის პროვოცირება ვერ უნდა შეძლოს,“-აღნიშნა გორკამ.
ფხენიანის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭომ ახალი რეზოლუცია 5 აგვისტოს მიიღო. დოკუმენტს ფხენიანმა ამერიკელების მიერ „შეთითხნილი“ უწოდა და მკაცრი საპასუხო ზომებით დაიმუქრა.