ბიჭვინტაში ე.წ. სამუშაო ვიზიტით ჩასულმა კრემლის ლიდერმა ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერთან შეხვედრისას ტურიზმის უსაფრთხოებაზეც ისაუბრა. „აფხაზეთში უნდა იყოს დაცული აფხაზების, რუსებისა და სტუმრების უსაფრთხოება, საიდანაც უნდა იყვნენ ჩამოსულნი ისინი. ტურისტებმა თავი უსაფრთხოდ და დაცულად უნდა იგრძნონ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალისფხმევით უსაფრთხოების დონის ამაღლებას შევძლებთ,“-აღნიშნა პუტინმა.