საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიტვაში, რუსეთის საელჩოს წინ გამართულ აქციას დაესწრო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავს მიეძღვნა. აქციის მონაწილეებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია გააპროტექტეს.
მიტინგი ლიტვის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. აქციაზე სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა. „ლიტველები უშიშარი ხალხია. ევროპაში გაცილებით დიდი სახელმწიფოებიცაა, მაგრამ მათ ლიდერებს საკმარისი სითამამე არ აქვთ. 2008 წელს ლიტვის დელეგაცია პრეზიდენტ ადამკუსის ხელმძღვანელობით ჩვენთან ერთად იმყოფებოდა და საქართველოს დამოუკიდებლობა დაიცვა. ლიტვამ გამოგვიგზავნა სამხედრო ამუნიცია, ერთადერთი თვითმფრინავი კი, რომელიც იმ მძიმე წუთებში საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოვიდა, ლიტვური იყო,“-აღნიშნა სააკაშვილმა.