ხვალ, 6 ივლისს, 9:45 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში~ გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც სამთო-საკურორტო ცენტრების განვითარებას მიეძღვნება. კონფერენციას გახსნის საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია.
აღნიშნული კონფერენცია ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია ავსტრია-ინსბრუკის გამოცდილების გაზიარება სამთო ტურისტული ცენტრების დაგეგმარების, მართვისა და მარკეტინგის სფეროში.