საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შრი-ლანკაში, აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) 24-ე კონფერენციში მონაწილეობს. "შრი-ლანკა ეკონომიკური სამიტი 2010"-ში ბიზნესმენებთან ერთად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილიც იმყოფება, რომელიც 2008 წლიდან CACCI -ს ვიცე-პრეზიდენტია.
კონფერენციაზე გლობალური და ფინანსური კრიზისის ფონზე რეგიონების ეკონომიკური განვითარების საკითხები და ასევე რეგიონის ბიზნესსექტორის შესაძლებლობები განიხილება.
კონფერენციის მსვლელობისას იმართება სხდომები და სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა თემაზე: ქალი და მეწარმეობა, ტურიზმი, მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარება, ტექსტილი და საფეიქრო მრეწველობა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მრეწველობა, ქიმიური მრეწველობა, ახალგაზრდების როლი მრეწველობაში.