ინგლისში ქათმების რბოლის ტრადიციული ჩემპიონატი გაიმართა. ღონისძიება სოფელ ბონსოლის ფაბში მოეწყო. შეჯიბრში მონაწილეობას 40-მდე შინაური ფრინველი იღებდა. ასპარეზობის გამარჯვებული კი ქათამი „ქუქიდ ითი“ გახდა, რომელმაც დისტანცია ყველაზე სწრაფად დაფარა. ქატმების რბოლა ინგლისში უკვე 29-ე წელია, ტარდება.