შეერთებული შტატები ფილიპინებში ისლამისტთა წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ტელეკომპანია ენბისი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონმა ოპერაციის გეგმა უკვე შეიმუშავა, რაც ისლამური სახელმწიფოს ოპოზიციებზე ინტენსიური საჰაერო იერიშების მიტანას ითვალისწინებს. ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს განკარგულებით, მანდანაოს პროვინციაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მოვლენების ეპიცენტრი ქალაქი მარავი გახდა, რომელიც ამ დრომდე ისლამისტების კონტროლქვეშ იმყოფება.