პაკისტანში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ლაჰორში მომხდარ აფეთქებას 39 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 34 გარდაცვლილის შესახებ. ასაფეთქებელი მოწყობილობა ისლამპურის რაიონში სატვირთო მანქანაში ამოქმედდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას აუღია.