ამერიკელი ინსტრუქტორები დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარებიან.
დაცული ტერიტორიების სააგენტოდან ინფორმაციით, სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებს წვრთნებს ამერიკის შინაგანი დეპარტამენტის წვრთნის ცენტრის თანამშრომლები დაბა ჩაქვში უტარებენ. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ღონისძიება აშშ-ის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში (USDOI ITAP) ხორციელდება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს და აშშ-ის შინაგან დეპარტამენტს სწავლების ჩატარებაში კი დახმარებას გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის (GTZ) პროგრამა უწევს.