ლეგენდარული მოლდოველი მომღერალი სოფია როტარუ იუბილარია. დღეს ის 70 წლის გახდა. დაბადების დღეს როტარუ სარდინიაზე ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში აღნიშნავს. მომღერალმა მუსიკალური კარიერა გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. 1988 წელს ის საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი გახდა. მის რეპერტუარში 500-მდე რუსული, უკრაინული და მოლდოვური სიმღერაა.