ავღანეთში რადიკალური დაჯგუფება თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი აჰმად შაჰი დაიღუპა. სპეცოპერაცია ფაიზაბადის რაიონში ჩატარდა. ლიკვიდირებულია დაჯგუფების კიდევ 4 მებრძოლი. აჰმად შაჰი თალიბანის უმაღლესი კრების, "კვეტა შურის" წევრი იყო და ბრალი მასშტაბური ტერორისტული აქტებისა და თავდასხმების მოწყობაში ედებოდა.