"აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამერიკა საქართველოს დემოკრატიისა და ქვეყნის უსაფრთხოების მხარდაჭერას აქტიურად გააგრძელებს", - ამის შესახებ "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის დროს შემდეგ განაცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ვილაპარაკეთ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეობის თითქმის ყველა საკითხზე. მაგრამ ძირითად იყო ჩვენს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკურ ვითარება და საარჩევნო გარემო, რომელიც მომავალი არჩევნებისთვის აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს", - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე აშშ საქართველოსთვის სოლიდურ თანხას გამოყოფს, რომელიც საარჩევნო სიების დაზუსტებას, საარჩევნო კოდექსზე მუშაობის გაგრძელებას და იმ საკითხების დარეგულირებას მოხმარდება, რომელიც ოპოზიციურ ძალებს პოლიტიკაში ჩართვის რეალურ საშუალებას მისცემს.
"უნდა გვქონდეს საშუალება, მოვიზიდოთ ფონდები და დახმარება, რათა პარტიული ინფრასტრუქტურა გაძლიერდეს. მეორე მხრივ, ვისაუბრეთ ქვეყანაში მედიის თავისუფლების პრობლემებზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ და ამ კუთხით კონკრეტული მაგალითებით გავაცანი, რა პრობლემის წინაშე დგას ქართული მართლმსაჯულება", - აღნიშნა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თბილისს დღეს, 12:00 საათზე ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კლინტონი ლიდერ ქალებს, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ალასანიასა და გიორგი თარგამაძეს შეხვდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველო უკვე დატოვა.