გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის გამო ფხენიანი მკაცრი საპასუხო ზომებით იმუქრება და აცხადებს, რომ ბირთვული პოტენციალის გაძლიერებას გააგრძელებს. სანქციები უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას 5 აგვისტოს გაუფართოვა. ამერიკული მხარის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარი რუსეთმა და ჩინეთმაც დაუჭირა.