ცნობილი რუსი მოჭიდავის, იური ვლასკოს მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში გავრცელდა. ინციდენტი 29 ივლისს, ბაიკალის სანაპიროზე მოხდა. კადრებში კარგად ჩანს, რომ სპორტსმენს თავის არეში რამდენიმე დარტყმას აყენებენ. ის წამოდგომას ცდილობს, რასაც ვეღარ ახერხებს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 2 პირი უკვე დაკავებულია. ვლასკო თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი იყო. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.