საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან. კუნძულ კიტირაზე ტყის მასივს ცეცხლი 3 დღის წინ გაუჩნდა. მეხანძრეები მის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.