12 ადამიანი დაიღუპა ნიგერიაში კათოლიკურ ეკლესიაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად. მომლოცველებს ცეცხლი 5-მა ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირმა გაუხსნა. თვითმხილველების მტკიცებით, თავდამსხმელებმა ჯერ ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი დაჭრილები საკონტროლო გასროლით მოკლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას აუღია.