შვეიცარიელი პროკურორი კარლა დელ პონტე, რომელიც სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს იძიებდა, გაეროს კომისიას ტოვებს. ამის შესახებ მან გამოცემა "ბლიქისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მე აღარ შემიძლია. დავნებდი. უკვე დავწერე განცხადება წასვლის შესახებ და უახლოეს დღეებში გავგზავნი გაეროში. სირიის კონფლიქტის ყველა მხარე ბოროტებას ემსახურება. ასადის ხელისუფლებამ საშინელი დანაშაული ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე, ოპოზიცია კი დღეს ტერორისტებითა და ექსტრემისკებისგან შედგება. სირიაში არ არის სამართალი, გაეროს უშიშროების კომისია უმოქმედოა, კომისია კი- უძლური,“-აღნიშნა დელ პონტემ.