ვენესუელაში 10 მდე შეიარაღებულ ამბოხებულს ეძებენ, რომლებიც ქალაქ ვალენსიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილები. თავდასხმა გვიან საღამოს განხორციელდა. სახელისუფლო ძალებმა ამბოხებულთა იერიშის მოგერიება შეძლეს. 2 თავდამსხმელი შეტაკებისას დაიღუპა, ერთი დაშავდა, 7 კი დააკავეს. ათამდე თავდამსხმელი გაიქცა და მათ უკვე რამდენიმე საათია, ეძებენ.