ისრაელის ხელისუფლებას ყატარული ტელეარხის, ალ-ჯაზირას წარმომადგენლობის დახურვა სურს. ამის შესახებ კავშირგაბმულობის მინისტრმა აიუბ კარამ განაცხადა. მანვე ტელეარხი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ანალოგიური განცხადება ცოტა ხნის წინ ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც გააკეთა.