მიუხედავად ოკუპირებისა და მუდმივი საფრთხეებისა, გამოწვევებისა ვაგრძელებთ ინტეგრირებას დასავლეთ დემოკრატიის სივრცეში და არ გადავუხვევთ დემოკრატიული სოციალური ტრანსფორმაციის, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოში ვიზიტისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ის ურთიერთობა სპეციალური ხასიათისაა. მისი თქმით, საქართველო იზიარებს ღირებულებებს და აქვთ ერთნაირი მისწრაფებები.
"ჩვენ გვქონდა საკმაოდ სერიოზული დისკუსია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ კიდევ უფრო ღრმავდება თავისი ფორმითა და შინაარსით. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს დამტკიცებული და ჩვენ ასევე გავაგრძელოთ რეფორმებზე მუშაობა, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის მოდერნიზაციისათვის", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო არის მოდელი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებისა და ეს არის ბრწყინვალე მაგალითი კონკრეტულად რეგიონში.
"საქართველო არის ოპტიმიზმით განწყობილი ქვეყანა და მიუხედავად ოკუპირებისა და მუდმივი საფრთხეებისა, გამოწვევებისა ვაგრძელებთ ინტეგრირებას დასავლეთ დემოკრატიის სივრცეში და არ გადავუხვევთ დემოკრატიული სოციალური ტრანსფორმირების გზას. ამ გზაზე როცა ვდგავართ ვიცით, რომ შეგვიძლია ყოველთვის მივიღოთ აშშ-ის ლიდერებისგან მხარდაჭერა. აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იდეალური ჩარჩოები მუდმივი თანამშრომლობისათვის, რომელიც მოიცავს უსაფრთხოებიდან დემოკრატიამდე მოცულ ყველა საკითხს. ჩვენი ურთიერთობა ემყარება ერთობლივ ღირებულებებს, რომლის გამოც ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა უკუქცევითი პროცესია. სწორედ აქედან გამომიდნარე, ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულბა იმასთან დაკავშირებით რომ ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლებები არის საფუძველი ყველა ნებისმიერი წარმატებისა, რომელსაც ჩვენც შეგვუძლია მივაღწიოთ და ეს ღირებულებები ნამდვილად არის აღიარებული და ეს პროცესი ვერანაირად ვერ შეფერხდება", _ განაცხადა სააკაშვილმა.