აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს სერგეი ლავროვს შეხვდება. რექს ტილერსონი მანილაში ჩავიდა და ფილიპინებზე მიმდინარე აზიური ქვეყნების სამიტს დაესწრება.
აშშ-ის პირველი დიპლომატი უკვე შეხვდა თავის ფილიპინელ კოლეგას. ის ასევე იმყოფებოდა მანილას სასაფლაოზე, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 17 ათასი ამერიკელი და ფილიპინელი არის დაკრძალული.
უკვე ცნობილია, რომ ტილერსონის ვიზიტის დროს მთავარი განსახილველი საკითხი ჩრდილოეთ კორეა იქნება. ასევე დაგეგმილია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი მოლპარაკებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
ეს ტილერსონისა და ლავროვის პირველი შეხვედრა იქნება, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. საპასუხოდ კი მოსკოვმა რუსეთში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობა გაანახევრა და აგარაკებითიდა და სასაწყობე ნაგებობებით სარგებლობა აუკრძალა.