ავლაბრის რეზიდენციაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰილარი კლინტონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"დიიდ პატივია ჩემთვის, რომ მოგესალმოთ თქვენ საქართველოში, ქალბატონო სახელმწიფო მდივანო. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანა და სწორედ, ეს არის ამერიკელი ხალხის სოლიდარობის წყალობა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მჭიდრო პატრტნიორული ურთიერთობა და მხარდაჭერა, რომელიც პრეზიდენტ ობამისგან და სახელმწიფო მდივნისგან ყოველთვის იგრძნობა. მთელი ამ დროის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. იგი გვეხმარებოდა ჩვენ დემოკრატიული პროცესების განვითარებაში და გვეხმარებოდნენ, რომ ჩვენი ექსპერიმენტიც წარმატებული ყოფილიყო. ეს განსაკუთრებით იგრძნობა იმ სერიოზული კრიტიკული პერიოდის გათვალისწინებით, რომელიც დაიწყო 2009 წლის აგვისტოს შეტევის მერე და პრეიზდენტმა ობამამ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს. ბაიდენი იყო აქ გასულ წელს და გარდა ამისა, თქვენ პირადად ილაპარაკეთ იმაზე რომ ბოლო უნდა მოეღოს საქართველოს ოკუპირებას. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და საჯარო მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ამერიკელ ხალხს დახმარებისთვის, პარტნიორული მხარდაჭერისათვის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.