შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება გერმანიის ინტერესებს არ პასუხობს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა.
„ჩვენთვის მიუღებელია ამერიკული ეკონომიკური ინტერესებისა და აგრესიული პოლიტიკის ერთმანეთში არევა. ეს საკითხი ჩვენთვის ძალიან პრობლემატურია,“-აღნიშნა გაბრიელმა.