უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი და ყოფილი სამხედრო მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო თავისი ცხოვრების ინტიმურ მხარეებზე საუბრობს. ვრცელი ინტერვიუ მან გამოცემა „გლავკომს“ მისცა. კითხვაზე, თუ რატომ არ არის ქორწინებაში დღემდე, სავჩენკომ სკანდალური პასუხი გასცა.
„არსებობენ, ქალები, რომლებსაც უქმროდ ცხოვრება არ შეუძლიათ. მათ რიცხვს ნამდვილად არ მივეკუთვნები. ბევრ მამაკაცში მე ცხოველის გარდა ვერაფერს ვხედავ. მათ მიმართ ინტერესი არ მაქვს,“-განაცხადა სავჩენკომ.