საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ვარშავის ამბოხის 73-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა. ამის შესახებ პოლონური გამოცემა ტელევიჯა რეპუბლიკა იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა პოლონურ ენაზე დაიწყო და ინგლისურად გააგრძელა.
მან საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობაზე და უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.