ალექსეი ნავალნი კიდევ ერთხელ დააჯარიმეს. ანტიკორუფციული ფონდის ლიდერს ბრალი მიტინგების ჩატარების წესის დარღვევაში დასდეს. მოსკოვის სიმონოვის სასამართლომ ოპოზიციონერს 300 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა. ნავალნი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.