ბერლინში სტიქიას ებრძვიან. გადაუღებელი სეზონური წვიმის შედეგად ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონები დაიტბორა. სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი ზელენდორფის რაიონს მიაყენა. წყალდიდობის შედეგად საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.