დუბაიში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებული ემირატების სამოქალაქო თავდაცვის სამსახური იტყობინება. ხანძარი ქალაქის ცენტრში მდებარე ტორჩის ცათამბრჯენს გვიან ღამით გაუჩნდა და ასობით კვადრატული მეტრის ფართობი გაანადგურა. შენობიდან ადამიანების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაცია დაღუპულთა და დასავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.