საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსული პასპორტების ნაცვლად "ნეიტრალური სტატუსის" მქონე პირადობის მოწმობების აღებას სთავაზობს.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ეს "ინოვაციური იდეა მოწოდებულია იმისათვის, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის რუსული პასპორტები შეიცვალოს.
"მივცემთ საშუალებას ყველა სიკეთით ისარგებლონ, აიღონ ვიზები და ა.შ. შეუძლებელია ისინი ამით არ დაინტერესდნენ", _ განაცხადა იაკობაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო ამიერიდან ფოკუსირებული იქნება ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში დარეგულირების კონტექსტზე.