აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოეთაკაში ლიდერ ქალებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ კმაყოფილია იმით, რომ მაშინ, როცა აშშ ზეიმობს თავის დამოუკიდებლობას, თავად იმ ქვეყანაში იმყოფება, რომელსაც აქვს უნიკალური ისტორია და ასობით წელს ითვლის.
"განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ბოლო 20 წელი, რაც საქართველოში ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის პოტენციალი არის ის, რამაც უნდა იმუშავოს, როგორც მოდელმა დემოკრატიისათვის. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ყოველდღიური ცლილებები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ვარდების რევოლუცია იყო ის წყალგამყოფი რამაც გამოყო საქართველო და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს არ არის არ შემდგარი ქვეყანა. საქართველოს ქალებისთვის ეს თქვენი მომენტია. თქვენ მუშაობთ იმისთვის, რომ დაამყაროთ დემოკრატიული ინსიტუტები და არასამთავრობო სექტორი, რომ უზრუნველყოთ კანონის უზენაესობა, გაამყაროთ საფუძველი ასქართველოს მომავლისთვის. ამ გზაზე, რა თქმა უნდა, საქართველოს უწევს გარკვეულ მოვლენებთან შეხება, როგორიც არის საქართველოში შემოჭრა და ოკუპაცია. ამ თემების გარდა, არის პრობლემური სფეროები რომლებზეც თქვენ მუშაობთ და როგორიც არის მაგალითად განათლება, ჯანდაცვა. თქვენ მუშაობთ იმისათვის რომ თქვენი ნათესავები და ახლობლების ცხოვრება უკეთეს გახდეს", _ განაცხადა კლინტონმა.