საქართველოსა და ყატარს შორის სავიზო რეჟიმი გამარტივდა. შესაბამის შეთანხმებას ხელი ეკონომიკის მინისტრებმა მოაწერეს.
ხელშეკრულების თანახმად, პირველ ეტაპზე ყატარში უვიზოდ ის მოქალაქეები შევლენ, რომლებსაც დიპლომატიური პასპორტები აქვთ. ეტაპობრივად შეზღუდვები სხვა მოქალაქეებისთვისაც მოიხსნება.
ხელმოწერის ცერემონია ყატარის ემირისა და საქართველოს პრეზიდენტის თანდასწრებით გაიმართა.