აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გუდაუთაში საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქების შედეგად დაშავებულთა შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. დეფაქტო უწყების ინფორმაციით, ინციდენტს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 64 კი დაშავდა. გარდაცვლილები პეტერბურგელი ქალბატონები არიან, რომლებიც გუდაუთაში ისვენებდნენ. დაშავებულთა შორის რუსეთის 34 მოქალაქეა. აფეთქებების შედეგად სხეულის საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო 3-მა ბავშვმაც.