უკრაინაში ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს. რევაზ ბუხნიკაშვილი, მეტსახელად "პეცო პუტინსკი" კიევში ბორისპოლის აეროპორტში აიყვანეს. მას უკრაინის მოქალაქის ყალბი პასპორტი ჰქონდა. ბუხნიკიშვილი სასჯელს რუსეთში იხდიდა. პირველ აგვისტოს ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს და ქვეყნიდან გააძევეს. უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ 65 წლის კრიმინალური ავტორიტეტი რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობს და ის უკრაინაში რუსულმა სპეცსამსახურებმა გაგზავნეს.