საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი ეცემა. სოციოლოგიური გამოკითხვა YouGov-მა გაზეთ Huffington Post-სა და ტელეარხ CNews-სთვის ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ემანუელ მაკრონის მოღვაწეობით კმაყოფილი რესპოდენტთა 36 პროცენტია. ერთი თვის წინ ეს მაჩვენებელი 43 პროცენტს შეადგენდა.