საქართველოს პრეზდენტისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის დელეგაციებს შორის გაფართოებულ სხდომას აშშ-ის მხრიდან მაღალჩინოსნები ესწრებიან. კერძოდ, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი, ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტორი ელიზაბეტ შერვუდ რანდალი, სპეციალური წარმომადეგნელი ევრაზიის ენერგეტიკულ საკითხებში ელჩი რიჩარდ მორნინგსტარი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ქალთა საკითხების ოფისის ხელმძღვანელი მელანი ვერვეერი, აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენერალ ლეინტენანტი სელვა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იაკობ სალივანი, აშშ-ის სახელწმიფო მდივნის მეორე მოადგილე საზოგადოებრივ ურთიერთობათა საკითხებში ფილიპ რაინსი, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი ჯული ფიშერი და საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩი ჯონ ბასი.
გაფართოებული შეხვედრა რეზიდენციაში რამდენიმე წუთში დამთავრდება რის შემდეგაც უკვე ჰილარი კლინტონისა და სააკაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.