ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი უფლებამოსილების შესრულებას მეორე ვადით გააგრძელებს. როუჰანის მხარი ისლამური რესპუბლიკის სულიერმა ლიდერმა აიათლა ალი ხამენეიმ დაუჭირა. აიათოლას გადაწყვეტილება მისივე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გაასაჯაროვა. როუჰანი ზამიერი პოლიტიკოსის რეპუტაციით სარგებლობს. პირველი ვადით არჩევისას მას მხარდაჭერა მოსახლეობის 57 პროცენტმა გამოუცხადა. ფიცის დადების ცერემონია თეირანში 5 აგვისტოს გაიმართება, შემდეგ კი პრეზიდენტს ორი კვირის ვადა ექნება მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისთვის.