საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, როგორც აპატრიდს (ადამიანი მოქალაქეობის გარეშე) აქვს რიგი უფლებები, მათ შორის სურვილის შემთხვევაში მას უკრაინაში დაბრუნება შეუძლია, - ამის შესახებ რუსულ მედიას რუსმა იურისტმა ანატოლი კაპუსტინმა განუცხადა.
„არ უნდა ვიფიქროთ, რომ აპატრიდი - ეს არის ადამიანი, რომლიც უჰაერო სივრცეში ცხოვრობს, არ შეუძლია გადაადგილება და სადმე დასახლება. არა. ასეთ ადამიანებს ანიჭებენ სტატუსს იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც მოცემულ მომენტში იმყოფებიან“, - განუცხადა „რია ნოვოსტის“ იურისტმა.
„სურვილის შემთხვევაში სააკაშვილი თუ კი მას შესაბამისი დოკუმენტები ექნება, შეუძლია იყიდოს თვითმფრინავის ბილეთი და გაფრინდეს სხვა ქვეყანაში, მაგალითად უკრაინაში“, - აღნიშნა იურისტმა. მისი თქმით, იმისათვის, რომ სააკაშვილი უკრაინაში არ შეუშვან, საჭიროა სპეციალური ადმინისტრაციული აქტი. ამიტომ თეორიულად მას შეუძლია ამ ქვეყანაში ჩასვლა.