"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მანანა ნაჭყებია აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან შეხვედრით კმაყოფილია. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ნაჭყებია ჟურნალისტებს ესაუბრა.
მისი თქმით, შეხვედრის დროს ოპოზიციას მიეცა საშუალება კლინტონისთვის კითხვები დაესვა და ის საკითხები გაეცნო, რომელიც ოპოზიციის აზრით საქართველოში პრობლემას წარმოადგენს. მისივე თქმით კლინტონმა მინიშნებები გააკეთა, რომ აშშ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერს.
"კლინტონმა მიანიშნა, რომ ის საქმეები, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება იყო დაკავებულ - სტალისნის ძეგლის აფეთქება და ასე შემდე,გ ეს არ არის ის საკითხები, სადაც საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის მხარდაჭერა არ ექნება. ეკონომიკა და დემოკრატოიული პროცესების განვითარება - ამ საკითხებში საქართველოს ექნება აშშ-ის მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს თინა ხიდაშელს, ეკა ბესელიას, მიეცათ საშუალება, რომ კლინტონისთვის ეკითხათ და გაეცნოთ ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიც არს საარჩევნო გარემო, პოლიტპატიმრები და სხვა. კლინტონის პასუხი იყო ის, რომ იგი ამ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტს აუცილებლად ესაუბრება. მე იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება", - განაცხადა ნაჭყებიამ.