ჩინეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ხანგრძლივი სეზონური წვიმის შედეგად მქვეყნის დასავლეთ რაიონებში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც ათობით ქალაქი და დასახლებული რაიონი დაიტბორა. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ გუანდუნისა და სიჩუანის პროვინციებს მიაყენა, სადაც 190 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა. ვრცელდება ინფორმაცია 10 გარდაცვლილის შესახებ, 4 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.