დონალდ ტრამპი გრინ ქარდის ლატარიის გაუქმების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება. ლატარიის ნაცვლად, ტრამპს საკონკურსო სისტემის შემოღება სურს. პრივილეგია ინგლისურის მცოდნე, განათლებულ და კვალიფიციურ პირებს მიენიჭებათ, რომლებსაც შეერთებულ შტატებში ცხოვრება და მუშაობა სურთ.
თეთრი სახლის ლიდერის აზრით, კანონპროექტი, სახელწოდებით „რაისი“ ამერიკაში არაკვალიფიციური მუშახელის შედინებას შეაჩერებს, რითაც ადგილობრივი მუშახელის პირობები გაუმჯობესდება.
„შესაბამისად, გაიზრდება რიგითი ამერიკელების ხელფასები და გადასახადები შემცირდება,“-აცხადებს ტრამპი.
იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი ძალაში შევა, მომავალი 10 წლის განმავლობაში საიმიგრაციო ვიზების გაცემას შეერთებული შტატები 50 პროცენტით შეამცირებს.