აშშ-სა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების გაფართოებულ ფორმატით შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტორნი საქართველოს პრეზიდენტეს მიხეილ სააკაშვილს პირისპირ შეხვდება.
პრეზიდენტის რეზიდენციაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს პრეზიდენტი სააკაშვილი დახვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.
ამერიკისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების გაფართოებულ სხდომას ქართული მხარის მხრიდან პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოადგილე ვერა ქობალია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაშაკიძე, აშშ-ში საქართველოს ელჩი ბათუ ქუთელია და ოთარ ბერძენიშვილი ესწრებიან.
წინასწარი იფნორმაციით გაფართოებული შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთნა და საქართველოს პრეზიდენტთან დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდება. რის შემდეგაც კლინტონის და სააკაშვილის პირისპირ შეხვედრა დაიწყება. რაც შეეხება ერთობლივ პრესკონფერენციას იგი 15:00 საათზეა დაგეგმილი.
შეგახსენებთ რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი თბილისს დღეს დილით 11:40 საათზე ეწვა, რის შემდეგაც მან პირველი შეხვედრა ლიდერ ქალებთან გამართა, რომელსაც პირველი ლედი სანდრა რულოვსი და პრეზიენტის დედა გიული ალასანიაც ესწრებიდნენ.
პრეზიდენტთან შეხვდრეის დასურლების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და ჰილარი კლინტონი აბანოთუნბაანს და ახლადშენბულ მშვიდობის ხიდს მოინახულებენ. რის შემდეგაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. საქართველოს ჰილარი კლინტონი დღეს 18:00 საათზე დატოვებს.