ქაოსი იყო ბრიტანეთის უმსხვილეს აეროპორტებში. ჰიტროუს, გეტვიკისა და ლონდონ სიტის აეროპორტებში სარეგისტრაციო სისტემა მწყობროდან გამოვიდა, რის გამოც ათასობით მგზავრს საათობით ლოდინი მოუხდა. შედეგად, 670 ავიარეისი გადაიდო. მომხდარის გამო ბრიტენეთის საავიაციო სამსახურმა ბოდიში მოიხადა.